27 ნოემბერი 2026,   13:13
ვრცლად
ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისზე: სისხლის ნიაღვრები მოდიოდა, კლინიკაში ადგილები აღარ იყო - ამის შემოქმედი ადამიანები დღეს სხვა პოლიტიკური გუნდის სახელით გამოდიან და უტიფრად გვატყუებენ, რომ გამოსწორდნენ

2011 წლის 26 მაისიდან 15 წელი გავიდა - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმიდან, რომლის დაწყებამდეც რამდენიმე საათით ადრე საპროტესტო აქცია მაშინდელმა ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია და ძალის გამოყენებით დაშალა. ასეულობით დაშავებული და 4 დაღუპული - მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგე სულიკო ასათიანი, რომლის ოჯახმაც ბრუტალური დარბევისა და ასათიანის მკვლელობის დეტალები "კურიერთან" საუბარში გაიხსენა. 

პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს იხსენებს და ამბობს, რომ "რუსთაველის მოედანზე სისხლის ნიაღვრები მოდიოდა". ლორთქიფანიძე იხსენებს, რომ ღუდუშაურის კლინიკაში დაშავებულების ადგილი არ იყო.

"გასასვლელიც არ დაგვიტოვეს ამ მანქურთებმა და მე მგონია, რომ ეს არ იყო აქციის დარბევა, ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება, სისხლის ნიაღვრები მოდიოდა, პირდაპირი მნიშვნელობით. 

რუსთაველის მოედნიდან გადავედით ღუდუშაურის კლინიკაში, თავიდან იმდენი იყო ეს დაზიანებული ხალხი, რომ ადგილი არ იყო კლინიკაში და ბეტონის საფარზე აწვენდნენ ძირს. 100-ზე მეტი დამტვრეული ადამიანი შევიყვანეთ ბეჭით, ვერ გეტყვით. ვის ატყუებენ ესენი? ადამიანები ისევ ისინი არიან, სახეები ისევ ისინი არიან და დღეს გამოდიან სხვა პოლიტიკური გუნდის სახელით და უტიფრად გვატყუებენ, რომ ისინი გამოსწორდნენ, გამახსენეთ ერთი ფაქტი, როდესაც მათ სინანული გამოთქვეს? სინანულიც არ აქვთ, რაც ჩაიდინეს და ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს მახსოვრობა არ აქვთ და დაავიწყდათ ის ყველაფერი. ამის დავიწყება კი ნამდვილად არის წარმოუდგენელი,"- აცხადებს დავით ლორთქიფანიძე. 

დღის ამბები