04 აგვისტო 2026,   10:59
ვრცლად
დავით მათიკაშვილი: უცხოეთი არის წყარო, საიდანაც მეხუთე კოლონა იღებს სასიცოცხლო ძალებს, უცხოეთიდან ქართველი ხალხის მართვა არ გამოუვათ

Prime Times-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, რომელიც 26 მაისის აქციას უკავშირდება, შეფასების თემაა უმრავლესობაში.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ მათი ოპონენტები გარე ძალების კარნახით მოქმედებენ.

"არავის უკვირს ის, რომ საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა სწორედ უცხოეთიდან იღებს ინსტრუქციებს, უცხოელ სპეციალისტებს უჯერებს, მათი დაწერილი გეგმებით უნდათ საკუთარი პოლიტიკური სვლების განხორციელება. თუმცა, ავიწყდებათ გამოცდილება.

გამოცდილება გვეუბნება, რომ უცხოეთიდან ქართველი ხალხის მართვა, ქართველ ხალხთან დაკავშირებული რაღაც კონკრეტული დისონანსის შეტანა დღესასწაულში არ გამოუვათ. უცხოეთი არის ის წყარო, საიდანაც მეხუთე კოლონა იღებს სასიცოცხლო ძალებს, ხოლო ქართველი ხალხი და საქართველო არის ის უდიდესი საფუძველი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

Prime Times-ის ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სტრატეგია უცხოელმა კონსულტანტმა, იგორ ბლაჟევიჩმა მოამზადა. ქვეყნის გარეთ დაწერილი გეგმა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა და საერთო სლოგანის ქვეშ ერთიანდება - "ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს."

 

დღის ამბები