27 ნოემბერი 2026,   03:45
ვრცლად
ეს არის მარიონეტული ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან - მოქმედებენ გარედან მიღებული სქემების მიხედვით - გიორგი კახიანი ოპოზიციაზე

Prime Times-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, რომელიც 26 მაისის აქციას უკავშირდება, შეფასების თემაა უმრავლესობაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიციური გაერთიანება მარიონეტული ძალაა, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება.

"ეს არის მარიონეტული ძალა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან. ისინი მოქმედებენ იმ დაწერილი სქემების მიხედვით, როგორსაც ამას ქვეყნის გარედან მიიღებენ. ამის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. თუ აქამდე აკერმანის სცენარებით მოქმედებდნენ, ახლა გადავიდნენ ბლაჟევიჩის სცენარებით მოქმედებაზე. ეს მათ მძიმე მდგომარეობას წარმოაჩენს და არ აქვს მნიშვნელობა, რა სქემებითაც არ უნდა იმოქმედონ, მთავარი არის ის, რომ მათ არ აქვთ მოსახლეობის მხარდაჭერა და მათთვის სასარგებლო ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

Prime Time-ი ექსკლუზიურ ინფორმაციის თანახმად, ოპოზიციის სტრატეგია უცხოელმა კონსულტანტმა, იგორ ბლაჟევიჩმა მოამზადა.

ქვეყნის გარეთ დაწერილი გეგმა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა და საერთო სლოგანის ქვეშ ერთიანდება, - "ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს".

სტატიის მიხედვით, მთავარი მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებაა. ამავე გეგმით, კონკრეტული სასაუბრო თემები პარტიებს შორის უკვე გადანაწილდა, აქციის ბოლოს კი საზაფხულო კამპანიის დაწყება გამოცხადდება.

თუმცა, გამოცემის ცნობით, კულუარებში აზრთა სხვადასხვაობაა - ბლაჟევიჩი უკმაყოფილოა, რადგან ოპოზიციის ლიდერებმა საპროგრამო სიტყვა ხელოვნურ ინტელექტს დააწერინეს.

დღის ამბები