03 აგვისტო 2026,   15:40
ვრცლად
თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მიმოსვლის განახლება ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე ტურისტების მოზიდვასა და ხალხთა შორის კავშირებს - თამარ იოსელიანი

აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ბაქოს რეგულარული სამგზავრო მიმოსვლა განაახლა. ბაქო-თბილისის პირველი რეისი უკვე შესრულდა და მატარებელი უკვე თბილისშია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მიმოსვლის განახლება ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე ტურისტების მოზიდვას და ხალხთა შორის კავშირებს.

"ბაქო-თბილისის რეისი 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად სრულდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად შესრულდება აღნიშნული რეისები 26 მაისიდან. ჩვენს მოქალაქეებს, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქეებს და ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ აღნიშნული რეისით. ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს იქნა მიღებული ბაქოში. შესაბამისად, ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე ტურისტების მოზიდვას და, რა თქმა უნდა, ხალხთა შორის კავშირებს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

დღის ამბები