საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს - აშშ-ის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელი ორ ხალხს შორის მეგობრული კავშირების გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ეროვნულ დღესასწაულს. მიმდინარე წელი იძლევა ახალ შესაძლებლობებს ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის არსებული მეგობრული კავშირების გასაღრმავებლად, ისევე, როგორც ჩვენი ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შემდგომი განმტკიცებისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ხანგრძლივ გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც სრულად პასუხობს საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და კეთილდღეობით აღავსე მომავლისკენ", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე