"მე ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ეს დღე აღდგენილიყო და ამას მოვესწარი, რომ აღდგა. ჩემი ოჯახის ორმა წევრმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე მოაწერა ხელი - ეს არის ჩემი მეუღლე - ლევან ახმეტელი და მამაჩემი - მუხრან მაჭავარიანი, - მე ძალიან ვამაყობ ამით," - განაცხადა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, ნანა მაჭავარიანმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში".
"მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი როლი აქვს ქრისტიანობას ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ბურჯის - ჩვენი ენის გადარჩენის საქმეში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის.
მე ისეთ გარემოში აღვიზარდე, რომ 26 მაისი ბავშვობიდან სულ მესმოდა. ჯერ ძალიან ვიწრო წრე იყო ამით დაინტერესებული - მამას მეგობრები აღნიშნავდნენ ხოლმე, მერე ნელ-ნელა ეს წრე გაფართოვდა და ბოლოს მთელი საქართველო მოიცვა.
მე ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ეს დღე აღდგენილიყო და ამას მოვესწარი, რომ აღდგა. ჩემი ოჯახის ორმა წევრმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე მოაწერა ხელი - ეს არის ჩემი მეუღლე - ლევან ახმეტელი და მამაჩემი - მუხრან მაჭავარიანი, - მე ძალიან ვამაყობ ამით," - განაცხადა ნანა მაჭავარიანმა.