ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა გამართეს. დელეგაცია ჯერ პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც "გახარია საქართველოსთვის" წევრებს შეხვდა, შემდეგ კი "თბილისი მერიოტში" გადაინაცვლა.
დელეგაციამ "თბილისი მერიოტში" ოპოზიციური ალიანსის, "ლელოს" და პარტია "ხალხისთვის" წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.