პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორები,ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროკურორებმა მოსწავლეებს პროკურორის პროფესიისა და პროკურორის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
"პროკურორებმა, შეხვედრის ფარგლებში, ასევე ისაუბრეს პროკურატურის სისტემისა და უფლებამოსილების შესახებ.
ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს პროკურორებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ," - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.