თბილისში, მსოფლიოს უდიდესი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კომპანია Tether- ახალ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას მართავს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მსოფლიოში ლიდერი ციფრული კომპანიის სიმბოლოდ ქცეულ უმსხვილეს კომპანია Tether-თან თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ხელს უწყობს ბიზნესს, ბიზნეს სექტორის განვითარებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. მისივე თქმით, საქართველო თავის მხრივ გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ხელი შეუწყოს ამ ტიპის ინვესტიციების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში:
"დღეს, თბილისი მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც ვსაუბრობთ მსოფლიოში ლიდერი ციფრული კომპანიის სიმბოლოდ ქცეულ უმსხვილეს კომპანია Tether-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე. საქართველო Tether-თა სტრატეგიული პარტნიორობით დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს, რაც ქართული ფინანსური ბაზრის ტექნოლოგიურ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ისახავს მიზნად.
ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, შემოდის უცხოური ინვესტიციები და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი არის მაქსიმალურად დაცული. საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ბიზნესს, ბიზნეს სექტორის განვითარებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. მე, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს ძალიან მიხარია, რომ ასეთი მსხვილი კომპანია შემოდის ქვეყანაში. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული რეფორმებით, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა კოორდინირებულად გასწია, ეს არის საქართველოს, როგორც სანდრო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება. რაც მთავარია, ეს არის ქართული ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების გზა.
მინდა წარმატება ვუსურვო Tether-ს. ვიცით, რომ საქართველოში და საქართველოსთან დაკავშირებით აქვთ ამბიციური გეგმები, რაზეც თავად უფრო დეტალურად ისაუბრებენ. ჩვენ, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და გამოვთქვამთ მზადყოფნას, თანამშრომლობისთვის, ხელშეწყობისთვის.
როგორც პარლამენტი, ცენტრალური ხელისუფლება, მზად ვართ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ ტიპის ინვესტიციების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა კახა კალაძემ.