საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება. ამ წუთებში, ქალაქის მთავარ გამზირზე გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.
წელს 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.
26 მაისს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები ფიცს საზეიმო ვითარებაში თბილისსა და კიდევ თორმეტ ისტორიულ ლოკაციაზე დადებენ. დედაქალაქსა და საქართველოს 20 ქალაქში სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა, საზეიმო ღონისძიების პირველ ნაწილს ტრადიციულად ავიაციის გადაფრენა დაასრულებს.