18 ივნისი 2026,   08:53
ვრცლად
გერმანელების 72%-ს არ სჯერა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ბუნდესვერი ქვეყნის დაცვას შეძლებს

გერმანელების 72%-ს არ სჯერა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ბუნდესვერი ქვეყნის დაცვას შეძლებს. გერმანიის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებში დარწმუნებულია 17%.

ამასთან, რესპონდენტთა 38% რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხეს რეალურად მიიჩნევს. გამოკითხულთა ორი მესამედი შეშფოთებულია პოტენციური კიბერშეტევებით, დივერსიული აქტებითა, თუ მიზანმიმართული დეზინფორმაციით.

სოციოლოგიური გამოკითხვა გამოცემა Bild-ის დაკვეთით Insa-ს ინსტიტუტმა ჩაატარა, მასში მონაწილეობა 1005-მა ადამიანმა მიიღო.

დღის ამბები