04 აგვისტო 2026,   11:19
ვრცლად
"ჯორჯიან მანგანეზის" საფეხბურთო გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა

"თბილისის სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ჩატარდა. სუპერლიგის მთავარ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირის წამყვანი გუნდები დაუპირისპირდნენ.

ჩემპიონატის გამარჯვებული და მთავარი თასის მფლობელი "ჯორჯიან მანგანეზი" გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში მეტოქე ანგარიშით 4-ით 1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" საფეხბურთო გუნდი ზედიზედ მეორე წელია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას ახერხებს და ტიტულს წარმატებით ინარჩუნებს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფინალური სერია ტრადიციულად ყოველ წელს სპორტის სასახლეში იმართება. ტურნირი დიდ ინტერესს იწვევს სპორტის გულშემატკივრებში.

დღის ამბები