საფრანგეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა რეგიონული საკითხები და ბელარუსსა და ევროკავშირს, კერძოდ, საფრანგეთს შორის ურთიერთობები განიხილეს.