04 აგვისტო 2026,   06:36
ვრცლად
უფალმა ჩვენ გვიანდერძა, გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ მისგან ბოძებული ერთობა, გვმართებს ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვილოცოთ ამ ერთობის შენარჩუნებისთვის - შიო III

სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლიტურგია აღავლინა და ზიარების მნიშვნელობაზე იქადაგა.

როგორც შიო III-მ აღნიშნა, წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს ერთიანი სხეული წევრი ხდება და სხვა ადამიანებთანაც ერთიანდება.

"უფალმა ჩვენ გვიანდერძა, გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა, მისგან ბოძებული - ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა და ჩვენ გვმართებს ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვილოცოთ ამ ერთობის შენარჩუნებისთვის, რომ არ შედრკეს, არ შეირყეს ეს ერთობა. ვევედროთ უფალს, რომ შეგვეწიოს ამ რწმენის ერთგულებაში, შენახვაში, განმტკიცებაში და როგორც ნათქვამია ამ შესანიშნავ, საოცარ სამეუფეო ლოცვაში, შეგვეწიოს ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობაში და მის მიერ მოვლენილი უფალ იესო ქრისტეს შეცნობაში, რომ ამ რწმენით ჩვენ შევიცნოთ უფალი და მივაღწიოთ  მარადიულ ცხოვრებას, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი", - განაცხადა პატრიარქმა. 

დღის ამბები