03 აგვისტო 2026,   05:38
ვრცლად
თელავის სპორტის სასახლეში შერეული საბრძოლო ხელოვნებების მასშტაბური სპორტული შეჯიბრი ჩატარდა

თელავის სპორტის სასახლეში, საქართველოს საბრძოლო ლიგის ორგანიზებითა და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, შერეული საბრძოლო ხელოვნებების მასშტაბური სპორტული შეჯიბრი ჩატარდა.

შეჯიბრზე მაყურებელმა ქართველი და უცხოელი სპორტსმენების დაპირისპირება იხილა.

ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს - სპორტის პოპულარიზაცია და ლიგის განვითარება.

წლის ბოლოს საქართველოს საბრძოლო ლიგა (GCL) გრანდიოზულ ფინალურ ღონისძიებას თბილისში გამართავს. ღონისძიებას მაყურებელთან ერთად უცხოელი სპორტული აგენტებიც დაესწრებიან, რაც პერსპექტიული ქართველი სპორტსმენების აღმოჩენასა და საერთაშორისო სპორტულ სივრცეში მათ წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები