05 აგვისტო 2026,   19:59
ვრცლად
დანიის ორმაგი სტანდარტი - პოლიტიკურ დემარშზე გამოხმაურებას სახელისუფლებო გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, თუმცა არც დანიიდან და არც ბრიუსელიდან პასუხი არ არის

პოლიტიკურ დემარშზე გამოხმაურებას სახელისუფლებო გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, თუმცა პასუხი არ არის, არც დანიიდან და არც ბრიუსელიდან, რომლის ლიდერებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღია წერილით, ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში მიმართა. ქვეყანა, რომელიც ძალადობრივი აქციის კანონიერად დაშლის გამო ევროპის კრიტიკის სამიზნედ იქცა, ახლა განმარტებას ითხოვს იმაზე, თუ რატომ არ გმობენ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დარბევას, როდესაც საქმე ევროპის შუაგულში დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრუტალური ძალის გამოყენებას ეხება.

დანიის დედაქალაქში, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტებისა და გაწვრთნილი ძაღლების გამოყენებაზე, ევროპელ ლიდერებს პოზიცია არ გამოუხატავთ, განსხვავებით თბილისში განვითარებული მოვლენებისგან, რომელიც მყისიერად და მკაცრად დაგმეს. ქართული ოპოზიცია ბრიუსელის დუმილს ასე ხსნის - "დანიაში დემოკრატიის მაღალი ხარისხია, ამიტომ ევროკავშირის წევრ ქვეყანას არ სთხოვენ იმას, რასაც კანდიდატ საქართველოს".

"ქართული ოცნებისთვის" კი დუმილი თანხმობის ნიშანია იმ ღირებულებით კრიზისზე, რომლის წინაშეც მათი თქმით, დღეს ევროპა და ევროკავშირი დგას. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ორმაგი სტანდარტი ბრიუსელის პოლიტიკური ელიტისთვის უკვე სტანდარტად იქცა, მით უფრო, როდესაც საუბარია საქართველოზე.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ლიდერებს სამშაბათს მიმართა და ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდა. ღია წერილის ადრესატები ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და რობერტა მეცოლა არიან.

დღის ამბები