ლევან ახობაძის უფლებადამცველი, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ადვოკატის თქმით, ამოღებულია თანხა, თუმცა შესაფასებელია, ვისია მისი კუთვნილება:
"გამომდინარე იქიდან, რომ ხელი გაუთქმელობაზე გვაქვს მოწერილი, კონკრეტულ დეტალებში ვერ შევალ, თუმცა, ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ აღიარებს. მეც, როგორც იურისტი დარწმუნებული ვარ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ქრთამის აღების ფაქტთან საერთოდ არ გვაქვს საქმე. თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, საბოლოოდ სასამართლო შეაფასებს. ჩემი პოზიცია იქნება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარჩეს აღკვეთი ღონისძიების გარეშე. ბრალი წაყენებული აქვს ქრთამის აღების მუხლით. ამოღებულია ფულადი თანხა, მაგრამ ეს საკითხი იქნება შესაფასებელი თუ ვისია ამ კონკრეტული თანხის კუთვნილება. საუბარი არ არის დიდ თანხაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს,"- აცხადებს ლევან ახობაძის ადვოკატი დავით სიმონია.