ლევან ახობაძის უფლებადამცველი, რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
"ბრალი ოფიციალურად წარედგინა, მას ქრთამის აღებას ედავებიან. იყენებს დუმილის უფლებას, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს,"- აცხადებს რაჟდენ კუპრაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა.