უმაღლესი ჯილდო სახელმწიფოსგან თავდაცვის ძალების იმ წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებსაც მრავალწლიანი სამხედრო გამოცდილება აქვთ.
სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში - თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ღირსეული სამსახურისათვის, პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელი დააჯილდოვა.
ორდენების გადაცემამდე, პრეზიდენტმა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა, სამხედროებს ქვეყნის წინაშე თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
მშვიდობის და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ძლიერი ჯარია - სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია. მადლობა მსახურებისთვის - ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის მთავარი პათოსიც.
დამსახურებული ჯილდო სახელმწიფოსგან აღიარებაა, თუმცა მთავარი მოტივაციაა მომავალი ჯარისკაცებისთვის - თავდაცვის ძალებს, ამ სიტყვებით თავდაცვის მინისტრმა მიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნიდან წელს 35 წელი გავიდა.