18 ივნისი 2026,   10:09
ვრცლად
"დიფ სთეითის ომის გამჩაღებლები ყველაფერს აკეთებენ, რომ აშშ-ის არმია ომში ჩაითრიონ", "დიფ სთეითმა ჩემი განადგურება მოინდომა" - ლიზ ტრასი და ტულსი გაბარდი ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობენ

"დიფ სთეითს", რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს და ყველა ხედავს - გერმანიის ელჩისთვის სიცრუეა.
მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წევრები ჩრდილოვან მმართველობას ამხელენ, გერმანიის ელჩი აცხადებს რომ ტერმინი "ქართული ოცნების" გამოგონილი ტყუილია.

"დიფ სთეითის" არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრიც - ლიზ ტრასის განცხადებით, სწორედ ოლიგარქიულმა მმართველობამ ჩამოაშორა ის ხელისუფლების სადავეებს, რათა სუვერენიტეტული პოლიტიკა გამქრალიყო.

"ეს გადაცემა სწორედ იმისთვისაა, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია მათგან, ვინც ბრიტანეთის დაცემას აკვირდება - აქ ვარ იმისთვის, რომ დავუპირისპირდე "დიფ სთეითს", რომელმაც ჩემი განადგურება მოინდომა, როდესაც ქვეყნის გადარჩენას ვცდილობდი. ჩვენ გვჭირდება ტრამპის სტილის რევოლუცია, რათა დავიბრუნოთ ჩვენი კულტურა, ღირებულებები და თავისუფლება," - აცხადებს ლიზ ტრასი.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის უფროსი ტულსი გაბარდი კი პირდაპირ ამბობს, რომ "დიფ სთეითი" დღესაც ინარჩუნებს გავლენებს შეერთებულ შტატებში, თანამშრომლობს აქტიურად დემოკრატიულ პარტიასთან და აქვს გლობალური ომის გეგმა.

"სადაზვერვო სამსახურში მოქმედი "დიფ სთეითი" დაზვერვის მონაცემებს იარაღად იყენებს, რათა ძირი გამოუთხაროს პროგრესს. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი პროგრესს აღწევენ და სულ უფრო უახლოვდებიან მშვიდობის იმედს, "დიფ სთეითის" ომის გამჩაღებლები მათ შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებენ, იყენებენ იმავე ტაქტიკას, რომელსაც ყოველთვის იყენებდნენ - ისინი ინფორმაციას თავიანთ მეგობრებს და მეინსტრიმ პროპაგანდისტულ მედიას აწვდიან, რათა ეს ყველაფერი გაავრცელონ და მცდარი ნარატივი დაამკვიდრონ, აღვივებენ შიშსა და ისტერიას, რათა გაამართლონ ომის გაგრძელება და თავიანთი მცდელობები პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისინი ამას აკეთებენ იმისთვის, რომ აშშ-ის არმია რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაითრიონ, რაც საბოლოო ჯამში, ევროკავშირსა და ნატოს სურთ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ - ნათლად უნდა დავინახოთ, რა ხდება ჩვენს თვალწინ და ერთიანები უნდა ვიყოთ მშვიდობის საქმეში," - აცხადებს ტულსი გაბარდი.

შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დასავლური პოლიტიკის კულუარული მმართველობისა და "დიფ სთეითის" შესახებ არსებულ ფაქტებს მმართველი პარტიის გამოგონილი უწოდა, რასაც ქართული ხელისუფლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ელჩის ირონიული ტონი დასავლელ ლიდერებსაც შეურაცხყოფს.

დღის ამბები