ირანის კრიზისით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი გერმანიის ეკონომიკაზე უკვე აისახა. ენერგომატარებლების გაძვირების ფონზე, გერმანიის სახელმწიფო ვალის მომსახურების ღირებულებამ, ბოლო 15 წლის განმავლობაში, მაქსიმუმს მიაღწია - ინფორმაციას "ევროაქტივი" ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ვალის აღების ღირებულების მკვეთრი ზრდა გლობალური ობლიგაციების მასობრივი გაყიდვის ფონზე მოხდა.
ოფიციალური ინფორმაციით, გერმანიაში უკვე ფიქსირდება ენერგორესურსების, ლითონებისა და სასუქების ფასების ზრდა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, უახლოეს პერიოდში ტრანსპორტისა და სურსათის გაძვირებაზეც აისახება.