20 ივნისი 2026,   12:41
ვრცლად
მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ირანს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის კარგი ნიშნები არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ირანს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების კარგი ნიშნები არსებობს, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ არ სურს ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი იყოს.

რუბიომ განაცხადა, რომ ნებისმიერი დიპლომატიური შეთანხმება შეუძლებელი იქნება, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეზე გადასახადს დააწესებს.

"მსოფლიოში არავინ არის გადასახადის სისტემის მომხრე. ეს არ შეიძლება მოხდეს. ეს მიუღებელი იქნება. თუ ისინი გააგრძელებენ ამისკენ სწრაფვას, ეს დიპლომატიურ შეთანხმებას შეუძლებელს გახდის. თუ ისინი ამის გაკეთებას ცდილობენ, ეს მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს და ეს სრულიად უკანონოა,"- თქვა რუბიომ. 

დღის ამბები