05 აგვისტო 2026,   18:44
ვრცლად
მართვის მოწმობის აღება მარტივდება - რას ითვალისწინებს ცვლილებები

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.

ასევე, ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება.

ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს

ცვლილებაა თეორიული გამოცდის ჩაბარების წესში, B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე, კანდიდატს 3 შეცდომის ნაცვლად, 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება. 

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, გორსა და ბათუმში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.

 

 

 

დღის ამბები