05 აგვისტო 2026,   03:53
ვრცლად
ბაჩო ახალაიამ გაითვალისწინოს, რომ მუქარა, დამხობის მცდელობა, ამ ყველაფრის პროპაგანდა მარტო პირად გამონათქვამებში ვერ ჯდება, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ამ ყველაფერს ითვალისწინებს - დავით მათიკაშვილი

მმართველ პარტიაში ბაჩო ახალაიას მორიგ განცხადებას აფასებენ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დამხობა და ძალადობა ექს მაღალჩინოსნის ხელწერაა, თუმცა ქვეყანაში არეულობის მოწყობის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული.

"ბაჩო ახალაიას სხვა არაფერი ეხერხება, - უფრო სწორად, ფიქრობს, რომ არ ეხერხება - ძალადობა რომ მისი ხელწერაა და როგორ იარეს 2003-2012 წლებში, ამაზე საზოგადოების ყურადღებას, დამატებით, აღარ დავამძიმებ - კარგად გვახსოვს. მისგან ეს გასაკვირი არაა, მაგრამ გაითვალისწინოს, რომ მუქარა, დამხობის მცდელობა, ამ ყველაფრის პროპაგანდა მარტო პირად გამონათქვამებში ვერ ჯდება. არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ამ ყველაფერს ითვალისწინებს და სათანადო პასუხის გაცემაც ძალუძს სახელმწიფოს ამ კოდექსიდან გამომდინარე.

დღეს მათი უნარი, ეს ყველაფერი შეძლონ, რაც 2003-212 წლებში გააკეთეს, არის ნულამდე დაყვანილი, რომ რაიმე არსებითი მოახდინონ საზოგადოებისა და ხალხის საწინააღმდეგოდ. ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენები პრეზიდენტის სასახლესთან, სწორედ ამაზე მეტყველებს," - აცხადებს მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები