27 ნოემბერი 2026,   03:27
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სადღესასწაულო წირვა დღეს საბურთალოს ამაღლების ტაძარში აღავლინა

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საბურთალოს ამაღლების ტაძარში აღავლინა.

ამაღლება ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებასა და ადამიანებისთვის სიცოცხლის გზის გახსნას უკავშირდება. დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება.

"განსაკუთრებული სიხარულია დღეს ჩვენს ტაძარში, იმიტომ, რომ პირველ საუფლო დღესასწაულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დიდი მეუფე შიო III აღასრულებს ჩვენს ტაძარში, რომელიც ამაღლების სახელობის ტაძარია. დიდია სიხარული დღევანდელ დღეს ყველა აქ მოსული ადამიანისთვის, იმიტომ, რომ პატრიარქი ესწრება ამ საუფლო დღესასწაულს", - აღნიშნა მღვდელმსახურმა ალექსანდრე ოქროპირიძემ. 

დღის ამბები