04 აგვისტო 2026,   12:05
ვრცლად
6 დღე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღემდე - მზადება 26 მაისისთვის

6 დღე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღემდე - 35 წლის ქართული არმია, ამდენივე წლის დამოუკიდებლობის მქონე ქვეყნის მთავარ გამზირზე 26 მაისს, კიდევ ერთხელ ჩაივლის. ეს არის ჯარი, რომელმაც 35 წლის განმავლობაში სამი ომი გადაიტანა რუსეთთან, იმყოფებოდა 5 საერთაშორისო მისიაში, სადაც იცავდა საქართველოს სახელს და გლობალურ უსაფრთხოებას და სადაც ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო ერთ სულ მოსახლეზე.

მათ გამოჩენას დედაქალაქის ცენტრში მოსახლეობა ყოველ 26 მაისს ელოდება. ცალკე სანახაობაა ფიცის დადება თავისუფლების მოედანზე და საქართველოს სხვა სიმბოლურ ადგილებზე.

ქართველი ჯარისკაცები ამ წუთებში ქვეყნის მთავარ გამზირზე რეპეტიციას გადიან.

დღის ამბები