07 აგვისტო 2026,   18:31
ვრცლად
26 მაისს ვიდგებით ალიანსის სხვა წევრებთან და საზოგადოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოქალაქეებთან ერთად - ლევან ბეჟაშვილი

ოპოზიციის ალიანსის საორგანიზაციო შეკრება "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე - ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირებაა.

არსებული ინფორმაციით, 2 დღის წინ, 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, ალიანსის ლიდერების შეხვედრას სააკაშვილის პარტია არ ესწრებოდა. აქციის გეგმებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ყოფილმა "ნაციონალებმა" მოქმედი "ნაციონალების" გარეშე იმსჯელეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ოპოზიციაში დაპირისპირებას არ ადასტურებენ.

"შეიძლება, იმ შეხვედრაზე არ ვესწრებოდი. დღესაც, როგორც ინფორმაცია გვაქვს, დაგეგმილი არის სხვადასხვა ლოკაციაზე ფლაერების დარიგება. ამ შეხვედრებს ტექნიკური და მოსამზადებელი ხასიათი აქვს, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ 26 მაისს ალიანსის სხვა წევრებთან ერთად და საზოგადოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოქალაქეებთან ერთად ვიდგებით", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.

 

დღის ამბები