03 აგვისტო 2026,   01:55
ვრცლად
ცხოველთა ჯანმრთელობის დაფინანსება და სტრატეგიული ინვესტიციები - პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 93-ე გენერალური სესია ჩატარდა

ცხოველთა ჯანმრთელობის დაფინანსება და სტრატეგიული ინვესტიციები - პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 93-ე გენერალური სესია ჩატარდა. სესიაში მონაწილეობა დავით სონღულაშვილმა მიიღო. სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრმა ამ მიმართულებით ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

გენერალურ სესიაში სხვადასხვა ქვეყნის 183 დელეგატი მონაწილეობდა. დავით სონღულაშვილმა მოლაპარაკებები უცხოელ კოლეგებთან გამართა. მათ შორის შეხვედრები შედგა ესპანეთისა და იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან. განიხილეს ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

პარიზში მიმდინარე გენერალური სესიის ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიებიც. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ვეტერინარის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ სესიაში მონაწილეობა მეორედ მიიღო.

ავტორი: ნინი ქოჩიაშვილი. 

დღის ამბები