27 ნოემბერი 2026,   06:43
ვრცლად
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც სამეცნიერო და ეკოლოგიური, ისე ტურისტული მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ ბაღი ოთხივე სეზონზე იყოს აქტიური - ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს შეხვდა და სამომავლო გეგმები განიხილა. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა ბაღის როლს რეგიონის ეკოლოგიურ, სამეცნიერო და ტურისტულ განვითარებაში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მაღალმთიან აჭარაშიც - ალპური ბაღის, მწვანე და შავი ტბების მიმართულებითაც იგეგმება. მთავრობის მეთაურმა ბაღის სანერგე და სათბურის მეურნეობაც დაათვალიერა.

"ჩვენ გვქონდა მსჯელობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მოვისმინე პრეზენტაცია, თუ რა გეგმები არის სამომავლოდ ბოტანიკურ ბაღში. დეტალურად გავიარეთ, თუ რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს და მეტი ვიზიტორი გვყავდეს. 

შთამბეჭდავია ის პროექტები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს. ხელისუფლების მხრიდან იქნება მუდმივი ჩართულობა და განსაკუთრებული ყურადღება ყველა პროექტის განხორციელების პროცესში. ვფიქრობ, ბოტანიკურ ბაღს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც სამეცნიერო და ეკოლოგიური, ისე ტურისტული მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბაღი ოთხივე სეზონზე იყოს აქტიური", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 

 

დღის ამბები