27 ნოემბერი 2026,   07:29
ვრცლად
გიორგი ვოლსკი: ჩინეთთან ურთიერთობებს საგანგებო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ეს მხოლოდ საქართველოს ინტერესების სფერო არ არის, მთელი მსოფლიო ისწრაფვის ამისკენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები საგანგებო სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

მისი შეფასებით, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესში, პეკინს ერთ-ერთი ცენტრალური როლი ექნება, სადაც საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო სახელმწიფოს, საკუთარი ეროვნული ინტერესები ამოძრავებს.

"საგანგებო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩინეთთან ურთიერთობებს და ეს მხოლოდ საქართველოს ინტერესების სფერო არ არის - მთელი მსოფლიო მოისწრაფვის აქეთკენ, რადგან, როგორც კი მოლაპარაკებების სტადიაში გადავა ის მძიმე ვითარება, რომელიც დღეს მსოფლიოშია, რასაკვირველია, ჩინეთი იქნება ერთ-ერთი ცენტრი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის. საქართველო, როგორც ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი და შუა დერეფნის საკვანძო ქვეყანა, ისწრაფვის, რომ ჩინეთთან ახლო და ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდეს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია, ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
ეს, ბოლო 20 წლის განმავლობაში, პეკინში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

დღის ამბები