06 აგვისტო 2026,   06:09
ვრცლად
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით "საქართველოს სინფონიეტას" სამხრეთ-ამერიკული ტურნე არგენტინაში გრძელდება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სინფონიეტას“ სამხრეთ-ამერიკული ტურნე არგენტინის რესპუბლიკაში გრძელდება. პირველი კონცერტი ქალაქ პარანაში გაიმართა.  

პარანას ცნობილ თეატრში ტეატრო ტრეს დე ფებრერო, ორკესტრის სადებიუტო კონცერტი დიდი წარმატებით ჩატარდა. ბრაზილიის მსგავსად, არგენტინელი მსმენელი ქართული ორკესტრით აღფრთოვანდა.

ტურნეს ფარგლებში, „საქართველოს სინფონიეტა“ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან კონცერტს გამართავს ქვეყნის უმთავრეს სცენებზე.
22 მაისის დასკვნითი საღამო კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.

დღის ამბები