მხატვარ საბა გელაშვილის რიგით მესამე პერსონალური გამოფენა - ექსპოზიციას სახელწოდებით "ისე ახლოს" "ბაია გალერეამ" უმასპინძლა. წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ხელოვანის 22 ნამუშევარი.
გელაშვილის ნახატების უმეტესობა აბსტრაქტული ხასიათისაა. ექსპოზიციაზე გამოფენილი ტილოები ფერების საშუალებით ავტორის შინაგან განწყობას გადმოსცემს და მნახველს საკუთარი ინტერპრეტაციის სივრცეს უტოვებს.