ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ფოთში მსვლელობა მოეწყო.
მსვლელობაში მრევლი სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდა.
საკვირაო წირვის შემდეგ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან ფოთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრისკენ
მრევლი გალობით გაემართა, სადაც მსვლელობის დასასრულს, სამშვიდობო სავედრებელი პარაკლისი აღევლინება.