27 ნოემბერი 2026,   03:45
ვრცლად
ვარლამ ლიპარტელიანი: ხედავთ რამხელა ერთსულოვნება სუფევს, ასეთი ერთობით მივაღწევთ ყველა დასახულ მიზანს

"ეს დღე არის ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი, გამომდინარე იქიდან, რომ ტრადიციულად, ისტორიულად მოყოლებული, ქართველი ადამიანი და ქართული ოჯახი იყო ყოველთვის უმაღლეს საფეხურზე", - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვარლამ ლიპარტელიანმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაზე ისაუბრა. 

"სრულიად საქართველოს მივულოცავ დღევანდელ დღეს, ოჯახის ერთიანობის, ოჯახის სიწმინდის დღეს. ეს დღე არის ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი, გამომდინარე იქიდან, რომ ტრადიციულად, ისტორიულად მოყოლებული, ქართველი ადამიანი და ქართული ოჯახი იყო ყოველთვის უმაღლეს საფეხურზე და დღევანდელი დღეც ნათელი მაგალითია, ხედავთ, რამხელა ერთიანობაა, რამხელა ერთსულოვნება სუფევს. ყოველწლიურად ვხედავთ იმატებს ხალხის რაოდენობა.

დღეს ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობაც ამ სულისკვეთებით შემოუერთდა, იმიტომ, რომ ჩვენი ღირებულება და ფასეულობა ახალგაზრდების, დგას სწორედ ამაზე, ქართულ ოჯახზე და ქართულ იდენტობაზე. მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და დარწმუნებული ვარ, ასეთი ერთობით ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წავა წინ და მივაღწევთ ყველა დასახულ მიზანს" - აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.

დღის ამბები