"ვინარჩუნებთ ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ტრადიციებს, ფასეულობებს, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საზოგადოებაში ერთიანობაა.
"ძლიერი ოჯახი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს.
ვინარჩუნებთ ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ტრადიციებს, ფასეულობებს, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო. ვხედავთ, თუ როგორი ერთობაა ჩვენს საზოგადოებაში, რაც ძალიან მაბედნიერებს და მახარებს. გილოცავთ კიდევ ერთხელ ოჯახის სიწმინდის დღეს. ეს არის ჩვენი პატრიარქის დანატოვარი, მისი სული ჩვენთან ერთად არის დღეს," - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.