27 ნოემბერი 2026,   03:33
ვრცლად
"რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიმაჩნია მიუღებლად" - ცოტნე ივანიშვილი

"რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიმაჩნია მიუღებლად. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში, ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების მიმართ გამოძიებას და გარკვეული ქმედებებიც იქნა მიღებული", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას აქციების დროს დაშავებულების შესახებ კითხვის საპასუხოდ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს შესაბამისმა უწყებებმა.

"რამდენჯერმე დავაფიქსირე ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიმაჩნია ძალიან მიუღებლად. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში, ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების მიმართ გამოძიებას და გარკვეული ქმედებებიც იქნა მიღებული.

მე იმის გარდა, რომ რა თქმა უნდა, ვწუხვარ ძალადობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს შესაბამისმა უწყებებმა და ამ ყველაფერს უნდა მოეკიდონ ყურადღებით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. მე იმის გარდა, რომ ძალადობაზე ვწუხვარ, არ ვარ ისეთ პოზიციაში, რაიმე დამატებითი გითხრათ. მე არ ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე ვიცოდე.

სხვათა შორის, ბოლოს როდესაც ვისაუბრე ძალადობასთან დაკავშირებით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამას. ათასი ტიპის სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული, ცოტათი არასერიოზული, კონსპირაციული თეორიებიც იყო თითქოს, რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს იყო რაღაც სტრატეგიული ნაბიჯი თუ პოლიტიკაში მოსვლის სვლა თუ ა.შ. ეს ყველაფერი მართლა არასერიოზულია, მე ერთი წლის წინ ზუსტად, 17 მაისს, ერთი-ერთში იგივე დავაფიქსირე. ამასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო თანმიმდევრული. ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, ძალადობა ზოგადად, ნებისმიერი ტიპის და ნებისმიერი მიმართულები, მაქსიმალურად უნდა იყოს არიდებული. ამის იქით, თავისთავად, აუცილებელია ასევე წესრიგის დაცვა ქვეყანაში და დანარჩენ დეტალებს უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებები", - აცხადებს ცოტნე ივანიშვილი.

 

 

დღის ამბები