27 ნოემბერი 2026,   07:46
ვრცლად
იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი მოუხმობს ეთიკას, ღირსებას, მორალს და ცოტათი დაფიქრდება საკუთარ ნათქვამთან დაკავშირებით - ცოტნე ივანიშვილი პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე

ცოტნე ივანიშვილი პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ყოვლად მიუღებელი და ამორალური ფაქტია.
ის იმედს გამოთქვამს, რომ ყველა დაფიქრდება საკუთარ ნათქვამთან დაკავშირებით. 

"ჩემი აზრით, არ შეიძლება განსხვავდებოდეს ღირსეული ქართველი ადამიანის პოზიცია. ნებისმიერი ქართველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი და ძალიან მკაცრი. თავისთავად, მიუღებელია, ეს ყველაფერი და იმდენად მძიმე და ამორალურია, კომენტარის გაკეთება ძნელია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი მოუხმოს ეთიკას, ღირსებას, მორალს და ცოტათი დაფიქრდება საკუთარ ნათქვამთან დაკავშირებით," - აცხადებს ცოტნე ივანიშვილი.

დღის ამბები