27 ნოემბერი 2026,   08:14
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, ეს ერთობა გაგრძელდება და მეტ ძალას შეიძენს - დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი

ქაშუეთის ტაძართან ხალხმრავლობაა. უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამის ლოცვა-კურთხევით მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით 11 საათზე დაიწყება.

მსვლელობაში სასულიერო პირებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ რიგითი მოქალაქეები, სხვადასხვა ტაძრის მრევლი. მსვლელობაში ჩაერთვებიან საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. 

როგორც დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი აღნიშნავს, ეს ერთობა გაგრძელდება და უფრო მეტ ძალას შეიძენს. 

"გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, დღევანდელმა დღემ ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სულ რაღაც მე-12 წელია აღვნიშნავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთობა გაგრძელდება და უფრო მეტ ძალას შეიძენს.

მართალია, ჩვენ გვაქვს გაორებული გრძნობები, ცოტა მოწყენილები ვართ იმის გამო, რომ ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა, მაგრამ სიხარული დიდია ახალი პატრიარქის არჩევის, იმედებიც დიდია და მე დარწმუნებული ვარ, პატრიარქ შიო მესამის წინამძღოლობით, რომელმაც განაცხადა თავის პირველ სიტყვაში, რომ ის აგრძელებს უწმინდესი და უნეტარეს ილია მეორის ხაზს, სწორედ ეს იგულისხმა პირველ რიგში, არა მხოლოდ ამ დღესასწაულის აღნიშვნა, არამედ ზოგადად იმ მთავარი ხაზის, მთავარი გზავნილების გაყოლა, რაც პატრიარქმა დაიწყო", - აღნიშნავს დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი.

 

დღის ამბები