03 აგვისტო 2026,   02:35
ვრცლად
საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრები მიუნხენში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა

საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრები მიუნხენში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა. პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ეროვნული ნაკრების ანგარიშზე 13 მონაწილიდან 12 მედალია. ანა ჯაფარიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში მეორე ადგილი დაიკავა და გუნდური თასის მფლობელი გახდა.

დღის ამბები