"ახალშობილებში გასტროენტეროლოგიური პრობლემებისა და მუცლის ღრუს ქირურგიის" თემაზე თბილისში სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები განიხილავენ თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს, ახალშობილთა ქირურგიულ პათოლოგიებს, რთულ კლინიკურ შემთხვევებსა და საერთაშორისო გამოცდილებას.
კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.