"საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-ი ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.
როგორც ეკატერინე გუნცაძე აღნიშნავს, ანგარიშში დასახელებულია ის ფაქტორები, რაც მოცემულ რეიტინგს და სტაბილურ პერსპექტივას განაპირობებს, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, როგორც ბოლო წლების, ისე 2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში.
მისივე განცხადებით, დოკუმენტში ხაზგასმულია ფისკალური დეფიციტის და ვალის მაჩვენებლების დაბალი ნიშნული და კლებადი ტენდენცია მშპ-სთან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და მონეტარული პოლიტიკის სიჯანსაღე, ძლიერი და სტაბილური საბანკო სექტორის როლი.
"გასათვალისწინებელია, რომ ანგარიშის თანახმად, საკრედიტო სარეიტინგო კომპანია საშუალოვადიან პერიოდში, ასევე პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკის მაღალ ზრდას იგივე რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან მიმართებით, პოტენციურ ზრდასთან დაახლოების პერსპექტივით. ანგარიშში ხაზგასმულია მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სტრუქტურული რეფორმებისა და ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების როლი, განსაკუთრებით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე", - განაცხადა ეკატერინე გუნცაძემ.