ვაშინგტონში, ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებს შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებები გარკვეული პოზიტიური შედეგით დასრულდა. როგორც CNN წერს, ამ შეხვედრამ უზრუნველყო ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება, რომლის ვადაც კვირას იწურებოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმას ტომი პიგოტიმ, ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარალკებებს "ძალიან პროდუქტიული" უწოდა. მისივე განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 45 დღით გაგრძელდება.
მისივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის წარმომადგენლები მორიგ ჯერზე, "მოლაპარაკებების პოლიტიკური კურსისთვის 2 და 3 ივნისს" კვლავ შეიკრიბებიან, უსაფრთხოების გეგმის განხილვა კი, 29 მაისს ორივე ქვეყნის სამხედრო დელეგაციების მონაწილეობით, პენტაგონში შედგება.
"ვიმედოვნებთ, რომ ეს დისკუსიები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ მშვიდობას, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღიარებას და მათ საერთო საზღვარზე ნამდვილი უსაფრთხოების დამყარებას", - აღნიშნა პიგოტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მოლაპარაკებების ატმოსფერო შეაფასა, როგორც "ძალიან პოზიტიური, მოლოდინსაც კი გადააჭარბა". ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, ისრაელს უფლება აქვს ჩაატაროს "თავდაცვითი" ოპერაციები.
ისრაელის ელჩმა აშშ-ში, იეხიელ ლეიტერმა კი, მოლაპარაკებები X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში "გულწრფელად და კონსტრუქციულად" შეაფასა. "იქნება აღმასვლა და დაცემა, მაგრამ წარმატების პოტენციალი დიდია", - დასძინა ელჩმა.