02 აგვისტო 2026,   03:11
ვრცლად
სიმბოლური კაფსულა ჩადებულია - კასპის ცემენტის ქარხანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

სიმბოლური კაფსულა ჩაგდებულია - კასპის ცემენტის ქარხანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. "ჰანიველ ცემენტში" 70 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება. სიახლე კლინკერის წარმოებისა და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ჰანიველ ცემენტი" ქვეყანაში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია.

საწარმო განახლებული და თანამედროვე სისტემებით აღიჭურვება. სიახლე ხელს შეუწყობს მსხვილი ინფრასტრუქტურული და დეველოპერული პროექტების შეუფერხებელ მუშაობას, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა.

სიახლეების დანერგვაზე, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასა და ადგილობრივი ბაზრისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებაზე საუბრობენ კომპანიის წარმომადგენლები.

"ჰანიველ ცემენტის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპანიას საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

ახალი პროექტის განხორციელების შედეგად წარმოება წლიურად 400 000 ტონით გაიზრდება და ჯამში 2 მილიონ ტონას მიაღწევს.

დღის ამბები