31 ივლისი 2026,   21:25
ვრცლად
თურმე, საუკეთესო ევროპული პრაქტიკა ყოფილა მედიების დასანქცირება უბრალოდ იმის გამო, რომ არ მოსწონთ მათი საქმიანობა - ლევან მახაშვილი

"მათ არ მოსწონთ ის აზრები, პოზიციები, რაც შუქდება ამ ტელევიზიებში, არ მოსწონთ მათი ნარატივისგან განსხვავებული აზრი," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებას, რომელმაც სამ ქართულ არხს აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

მახაშვილი ასევე გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიის მრჩევლის საგარეო საკითხებში, ელენე მეტრეველის განცხადებას, რომელმაც ტელევიზიების დასანქცირებასა და აკრედიტაციების შეჩერების მოთხოვნაზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა.

"ბევრი ელენე მეტრეველები გვინახავს ჩვენ - თანაშემწეები, მრჩევლები, პარტიებში გაფორმებული თუ კონკრეტული ევროპარლამენტარების თანაშემწეები, სწორედაც იმ მიზნით, რომ როგორც თავადაც აღნიშნა, - დაეხმაროს ე.წ. კომპრომატების შეგროვებაში მედიების თუ ზოგადად, სახელმწიფოს მიმართ.

ჩვენ ბევრი ელენე მეტრეველები გვინახავს - ალბათ მომავალშიც ვიხილავთ. საზოგადოებისთვის არ არის გასაკვირი ეს ჩანერგილია ადამიანები, რომლებიც ამ ფორმით ახალისებენ ამ ტიპის შტურმს და თავდასხმას საქართველოზე და საქართველოს ნებისმიერ სხვა წარმომადგენელზე. ყველამ ჩამოიხსნა თავისი ნიღბები ამ გადაწყვეტილებით და გამოჩნდა, რომ რეალურად, თურმე, საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, გამოცდილება თუ სტანდარტი ყოფილა მედიების დასანქცირება უბრალოდ იმის გამო, რომ არ მოსწონთ მათი საქმიანობა," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

დღის ამბები