27 ნოემბერი 2026,   07:03
ვრცლად
ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" წიაღშია დაფუძნებული აერთიანებს ქალებს, როგორც პოლიტიკაში, ასევე საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს - ნინო წილოსანი

თბილისში პარტია "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის მესამე ეროვნული კონფერენცია მიმდინარეობს.

დელეგატები მთელი საქართველოს მასშტაბით ორგანიზაციის გამგეობასა და თავმჯდომარეს აირჩევენ.

ღონისძიებაზე ასევე გაერთიანების საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. დღეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებიდან 4 წელი შესრულდა.

"ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" წიაღშია დაფუძნებული, აერთიანებს ქალებს, როგორც პოლიტიკაში, ასევე საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს.

მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრა იმ სამსახურისთვის, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით გაწიეს, ქალების საჭიროებებზე მუშაობისთვის.

ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლობა საკრებულოებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, საპარლამენტო წარმომადგენლობა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ვართ ქალები, ვინც მუდმივად ვაჟღერებთ ქალთა საჭიროებებს და ვმუშაობთ პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენი ქალი ამომრჩევლისთვის არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ნინო წილოსანმა

 

დღის ამბები