საქართველოს რეკორდული მონაცემები საგარეო ვაჭრობაში - მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის ორი პროცენტით გაიზარდა და 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, განსაკუთრებით გააქტიურებულია ექსპორტი, მაჩვენებელი 21 პროცენტით არის მომატებული. რაც შეეხება იმპორტს, აქ 5 პროცენტიანი კლება ფიქსირდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სავაჭრო დეფიციტმა 3 მილიარდ 200 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ბრუნვის 40 პროცენტია.