აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აპირებს სი ძინპინს ამერიკული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზრის გახსნა სთხოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფაინენშალ თაიმსი" ავრცელებს.
პეკინში, ირანთან ომის საკითხიც განიხილება.
დონალდ ტრამპთან ერთად, ჩინეთში, მსხვილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებიც იმყოფებიან, მათ შორის არის მილიარდერი ილონ მასკი.
"მე ვთხოვ პრეზიდენტ სი ძინპინს, გამორჩეულ ლიდერს, გახსნას ჩინეთი, რათა ამ ბრწყინვალე ადამიანებმა შეძლონ თავიანთი მაგიის შექმნა და დაეხმარონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანაში", -წერს ტრამპმა სოციალურ ქსელში.
პეკინში მასთან ერთად მიემგზავრებიან სხვა ბიზნეს ლიდერებიც, მათ შორის კომპანია Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი.
აშშ-ის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტი, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ხორციელდება. შეხვედრები 14-15 მაისს იგეგმება.