"შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს", - განაცხადა "უნივერსამის" შესყიდვების მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ "სასურსათო კალათასთან" დაკავშირებით.
მისი თქმით, პირველადი საჭიროების პროდუქტებზე აქციები მუდმივად გავრცელდება.
"აქცია იმოქმედებს ერთიდან - ორი კვირის ვადით თვის ჭრილში, რომელიც იქნება აუცილებლად მუდმივად. გვაქვს 25%-იანი ფასდაკლებაც, 35%-იანი ფასდაკლება. რეინჯი არის 25-დან 50%-მდე ფასდაკლება", - განაცხადა თამარ თავართქილაძემ.
ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტების "სასურსათო კალათის" კუთხეები მოეწყო. მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.