20 ივნისი 2026,   23:35
ვრცლად
პრაიდის კვირეული სიყვარულის, იდენტობის, გამბედაობისა და საზოგადოების ზეიმია, ევროკომისია ამაყობს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში „პრაიდის" კვირეულის მიმართ ვროკომისიის მხარდაჭერა გამოხატა.

ევროკომოსიის პრეზიდენტი, LGBT დროშის აღმართვის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ პრაიდის კვირეული სიყვარულის, იდენტობისა და გამბედაობის ზეიმია. 

ფონ დერ ლაიენმა პოსტში აღნიშნა, რომ ევროკომისია ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ ევროპა იყოს სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იცხოვროს თავისუფლად, ღიად და საკუთარი იდენტობის შესაბამისად.

"ევროკომისია ამაყია

პრაიდის კვირეული სიყვარულის, იდენტობის, სიმამაცისა და ერთობის დღესასწაულია.

წელიწადის ყოველ დღეს კი ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ევროპა იქცეს სივრცედ, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება იცხოვროს თავისუფლად, დაუფარავად და ავთენტურად" - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

 



დღის ამბები