04 აგვისტო 2026,   19:03
ვრცლად
მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ახლად არჩეულ კათოლიკოს - პატრიარქს, შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს

სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მილოცვებს იღებს. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ახალ პატრიარქს აღსაყდრებას ულოცავს.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს და მას ნაყოფიერი მწყემსმთავრული მოღვაწეობა უსურვა.

ბართლომეოსმა განსაკუთრებული პატივით მოიხსენია ილია II-ის "ისტორიული და ნათელი" ღვაწლი, რომელმაც ეპოქალური კვალი დატოვა მსოფლიო მართლმადიდებლობაზე.

დოკუმენტში ხაზგასმულია ეკლესიებს შორის ჰარმონიული თანამშრომლობისა და მართლმადიდებლური ერთობის მნიშვნელობა თანამედროვე გამოწვევების ფონზე.

"დიდი სიხარულით მივიღეთ - პირადად ჩვენ და მსოფლიო საპატრიარქოს მთელმა კრებულმა - კეთილი უწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძველ და სახელოვან ტახტზე თქვენი უნეტარესობის ღირსეული აღსაყდრებისა. თქვენ მემკვიდრედ დაემკვიდრეთ ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელმაც გამორჩეული, ისტორიული და ღვაწლმოსილი სამსახური გაუწია საქართველოს წმინდა ეკლესიასა და მთელ მართლმადიდებელ სამყაროს.

ძმური სიყვარულით გილოცავთ ამ გამორჩევას. გვწამს, რომ ჩვენთან და დობილი მართლმადიდებელი ეკლესიების სხვა წინამძღოლებთან ჰარმონიული თანამშრომლობით, თქვენს წვლილს შეიტანთ მართლმადიდებლური ერთობის განმტკიცებასა და თანამედროვე სამყაროს წინაშე ჩვენს საერთო ქრისტიანულ მოწმობაში", - აღნიშნულია მსოფლიო პატრიარქის წერილში. 

დღის ამბები